ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მისი მისამართით დამცინავ პოსტებსა თუ კომენტარებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასხარა არ არის.
“მე არ ვარ მასხარა – მე მქვია ლუი ვან გაალი, ვარ ადამიანი და მწვრთნელი”, - თქვა ვან გაალმა.
მოგეხსენებათ, გამოცდილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის ბოლო ტურში “არსენალთან” მატჩისას მოედანზე მომხდარი ერთ-ერთი ეპიზოდი განასახიერა და მეოთხე მსაჯის წინაშე დემონსტრაციულად წაიქცა.