ფეხბურთი

17:48 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინომ პირველ სამუშაო დღეს ვარსკვლავებთან ითამაშა

ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამ თანამდებობაზე მისი პირველი სამუშაო დღე ვარსკვლავებთან მატჩით დაიწყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ციურიხის ერთ ერთ სტადიონზე ფეხბურთი ლუის ფიგუსთან, ფაბიო კანავაროსთან, ანდრეი შევჩენკოსთან, პაოლო მალდინისთან, კლარენს ზეედორფთან, მიჩელ სალგადოსთან, დეკუსთან, დემეტრიო ალბერტინისთან და უახლოესი წარსულის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ფეხბურთის ორმა წარმომადგენელმაც, მოქმედმა ფეხბურთელებმა კელი სმიტმა “არსენალიდან” და ჯულია სიმიჩმა “ვოლფსბურგიდან”. ინფანტინოს გუნდის მწვრთნელის ფუნქციას ფაბიო კაპელო ასრულებდა.

უეფას ყოფილი გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად 26 თებერვალს ციურიხში გამართულ ფიფას კონგრესზე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.201835