საქართველოს 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 4:1 იმარჯვა (VIDEO).
შეხვედრის საწყის წუთებში სტუმრები არუთინიანის გოლით დაწინაურდნენ და 40-წუთიანი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა. შესვენების შემდეგ კი ვასილ მაისურიაძის შეგირდებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს. ანგარიში 43-ე წუთზე ხარაბაძემ გაათანაბრა, 47-ე წუთზე ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა მასპინძლები, 56-ე წუთზე ხარაბაძემ დუბლი მიითვალა, ხოლო 74-ე წუთზე დავითაშვილმა გამოიჩინა თავი.
ეს გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 3 მარტს, 14:00 საათზე ისევ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.
ქართველი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან, რომელსაც 15-20 მარტს თბილისი უმასპინძლებს.