ფეხბურთი

15:31 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: “ინტერი” და მანჩინი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა და 51 წლის სპეციალისტი თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მილანელთა არადამაკმაყოფილებელი შედეგებია. “ინტერი” 27 ტურში მოპოვებული 48 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ლიდერ “იუვენტუსს” 13 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ზონას 5 ქულა აშორებს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობის თანახმად, მილანური კლუბის პრეზიდენტს ერიკ ტოჰირს მთავარ მწვრთნელად “ატლეტიკოს” თავკაცის დიეგო სიმეონეს დანიშვნა სურს.

0.130606