ფეხბურთი

11:34 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” ტოტი არ ეთმობა

იტალიური “რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი გუნდში რჩება. როგორც რომაული კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ იტალიურ მედიას უთხრა, ტოტი უახლოეს ხანებში “ჯალოროსისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“რაც რომში ჩამოვედი ფრანჩესკოსთან შესახვედრად ვერ მოვიცალე, მაგრამ იგი ჩვენთან რჩება. კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება? – ხუთი ან ათი წლით რატომ არა? – მე მიყვარს ფრანჩესკო, ყველამ იცის, რომ დიდი ფეხბურთელია. მის მომავალს “რომაში” ძალიან დიდი ხნით ვხედავ” – თქვა “მგლების” 57 წლის პრეზიდენტმა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ტოტისა და “რომას” შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ისიც ითქვა, 39 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებსო. ფრანჩესკოს “რომასთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს უსრულდება.

0.120873