ფეხბურთი

11:03 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “ასი” წერს. პორტუგალიელი თავდამსხმელის განცხადებით, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

“ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მე არ მითქვამს, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, ვიგულისხმე ფიზიკური პრობლემები და დაზიანებები, რის გამოც პეპე, ბეილი, ბენზემა და მარსელო დაგვაკლდნენ, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

შეუარცხყოფის მიყენება არავისთვის მინდოდა, ჩემს თანაგუნდელებს პატივს ვცემ და არ ვფიქრობ, რომ მათზე უკეთესი ვარ”, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს გამოცემა “ასი”.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუმ მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოსთან” წაგების მერე შეტევა თანაგუნდელებზე განახორციელა და თქვა, “რეალში” მისი დონის ფეხბურთელები რომ იყვნენ, გუნდი პირველ ადგილზე იქნებოდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114642