საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან დიეგო ტორერორის" წევრი დუდა სანაძე აშშ-ს სტუდენტური ლიგის ვესთ ქოუსთის დივიზიონის გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ დუდამ “პორტლენდთან” კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 38 ქულა ჩააგდო, მანამდე კი, ლიდერ “გონზაგასთან” 11 ქულა მიითვალა.
კვირის განმავლობაში, სანაძის საშუალო მონაგარი 24.5 ქულა და 5.5 მოხსნა იყო. ამასთან, მან 32-დან 15 ორქულიანი, 13-დან 8 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.
http://www.wccsports.com/news/sanadze-named-wcc-men-s-basketball-player-of-the-week-02-28-2016