თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ქართული ვაჟთა გრან-პრის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში (დებულება).
5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით დაწინაურდნენ: მერი არაბიძე და გიგა ყუფარაძე. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: დავით მაღალაშვილი, კონსტანტინე შანავა, გიორგი ბაღათუროვი, ბაჩანა მორჩიაშვილი და თორნიკე სანიკიძე.
მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში 2 ლიდერის – ყუფარაძის და არაბიძის შეხვედრა იქნება.