კალათბურთი

19:21 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამის” ახალწვეულმა ჯო ჯონსონმა 19 000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა
ჯო ჯონსონი: “ბედნიერი ვიქნები თუ კარიერას “მაიამიში” დავამთავრებ”

“მაიამი ჰიტის” ახალწვეულმა, ნბა-ს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კალათბურთელმა ჯო ჯონსონმა მაიამელთა შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და “ნიუ იორკთან” (98:81) მოგებულ მატჩში 12 ქულა ჩააგდო.

ჯონსონს კარიერაში 19 009 ქულა დაუგროვდა. ის ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის 51-ე ადგილზეა.

მატჩის შემდეგ ჯონსონმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ბედნიერი იქნება, თუ კარიერას “მაიამიში” დაასრულებს.

თეგებიჯო ჯონსონი
0.122085