ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის ეროვნულ ჩემპიონატში მე-2 მატჩი მოიგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
ჩემპვილელებმა სტუმრად “საგესეს” 93:89 სძლიეს, ცქიტიშვილმა კი 34 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ნიკოლოზმა 12-დან 9 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილის” მხრიდან გამორჩეული იყო პალესტინელი (!) ცენტრი სანი საკაკინიც, რომელმაც ორმაგი დუბლი (20 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა, მასპინძლებს კი 42 ქულით ამერიკელმა ტერელ სტოგლინმა ულიდერა.
საინტერესოა, რომ “საგესეს” მაისურით ითამაშა 30 წლის უკრაინელმა ცენტრმა ოლეკსი პეჩეროვმაც, რომელსაც “ვაშინგტონ უიზარდსა” და “მინესოტა ტიმბერვულვზში” 3 სეზონი აქვს გატარებული. პეჩეროვმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და მხოლოდ 6 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
“ჩემპვილი” 2 მოგებით და 9 მარცხით ლიბანის 9-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, შინ, “მუტაჰედთან” ჩაატარებს.