მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება.
ჰიონესი გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით 2014 წელს დააკავეს და სამწელიწადნახევრიანი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც დადგინდა, მან საგადასახადო სამსახურს 27,2 მილიონი ევრო დაუმალა.
შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჰიონესს შარშან გაზაფხულიდან დღის განმავლობაში ციხის დატოვების უფლება მისცა და ის ამ დროს “ბაიერნის” ახალგაზრდული მიმართულების დეპარტამენტში მუშაობისთვის იყენებდა. ახლა კი, 64 წლის გერმანელს დარჩენილი საპატიმრო ვადა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და მან ციხე დატოვა.