პირეოსის “ოლიმპიაკოსი” 43-ედ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და სხვათა შორის, ბოლო 19 წელიწადში ეს მეთვრამეტედ მოახერხა. მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს “პანათინაიკოსმა” შეძლო ჩემპიონობა. 28 თებერვალს უკვე ჩემპიონობა... ეს რეკორდია. არასოდეს, არცერთ ქვეყანაში ჩემპიონი ასე ადრე არ გამოვლენილა.
“ოლიმპიაკოსმა” დღეს “ვერიას” 3:0 მოუგო და 18 ქულით გაუსწრო უახლოეს “მდევარ” ათენის აეკ-ს. პირეოსელებმა 6 ტურით ადრე გაინაღდეს ტიტული. გუნდს პორტუგალიელი მარკო სილვა წვრთნის.