თურქეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას” დაუხვდა და 71:84 წააგო, ქართველი კალათბურთელები კი ჩრდილში ნამდვილად არ ყოფილან.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35:48 წუთში ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი პირველად მე-3 მეოთხედის ბოლო წუთებზე დაასვენა.
ვიქტორმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 10 ქულას 10 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
რაც შეეხება მარკოიშვილს, მან მოედანზე 24:08 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკამ” 12 მოგებით და 7 მარცხით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” კი 7 გამარჯვებით და 12 წაგებით მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა.