ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” “ბილბაო ბასკეტს” ესტუმრა და 72:83 წააგო.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:57 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ანდორელებს 9 მოგების წილ 12 მარცხი მოუგროვდათ და 18-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ.
ქართველი ცენტრის კლუბი მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, შინ, ცხრილის ფსკერზე მყოფ “ესტუდიანტესთან” ჩაატარებს.