მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ თანაგუნდელების კრიტიკას მისდგა. როგორც 31 წლის პორტუგალიელმა თქვა, “სამეფო კლუბში” თავისნაირი ფეხბურთელები რომ იყოს, ჩემპიონი გახდებოდა. რონალდუმ ისიც დაამატა, არ მინდა ჩემი ნათქვამი ვინმემ არასწორად გაიგოსო...
“რეალში” ყველა ჩემი დონის ფეხბურთელი რომ იყოს, ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებოდით. რთულია ისეთ გრძელ ტურნირში გამარჯვება, როგორიც ლა ლიგაა, როდესაც საუკეთესო მოთამაშეები არ გყავს. მართალია, კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ როცა საუკეთესოები არა, რთულია.
“ატლეტიკოსთან” არ გვყავდა ბეილი პეპე და მარსელო... არ ვამბობ, რომ ხესე, ლუკას ვასკესი ან კოვაჩიჩი ცუდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საუკეთესოები სხვა სიმაღლეზე იმყოფებიან.
მე პატივს ვცემ ჩემს თანაგუნდელებს და არ მინდა ჩემი კომენტარი სხვანაირად იყოს ინტერპრეტირებული. არც ჩემი თავი მიმაჩნია ვინმეზე უკეთესად”, - თქვა რონალდუმ.
“რეალი” მადრიდულ დერბიში წაგების შემდეგ ლა ლიგაში 26 თამში დაგროვილი 54 ქულით მესამე ადგილზეა და ლოდერ “ბარსელონას” 9 ქულით ჩამორჩება. ამასთან, კატალონელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ.