ფეხბურთი

16:11 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: “რეალთან” და “ბარსასთან” თამაში შეგვიძლია”

არნემის “ვიტესი” ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე “ვილემ II”-თან მოულოდნელად (0:1) დამარცხდა. თამაშის შემდეგ ადგილობრივი მედია აზრს არნემელთა კაპიტან გურამ კაშიას დაეკითხა, რომელიც გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ჩანდა...

“ეს ძალიან მტკივნეულია. ჩვენ მესამე ადგილზე გადასვლა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ახლა მეცხრე პოზიციასთან ვართ ახლოს. ეს, ის გუნდია, რომელიც ბევრ მომენტს ქმნიდა, ახლა კი ამას ვერ ვაკეთებთ.

რატომ? – უმჯობესია კარგ თემებზე ვისაუბროთ; ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში, სახიფათო მომენტების შექმნაც”, - უთხრა კაშიამ De gelderlander-ს.

“ვიტესი” ერედივიზიონში 25 ტურის შემდეგ 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და სამეულს სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა ამასთან, მეათე პოზიციაზე მყოფ “გრონინგემსაც” ამდენივე ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115475