გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის ჩემპიონატში 5 მოგების წილ მე-16 მარცხი განიცადა და ბოლოსწინა მე-17 ადგილზე რჩება.
რუენელები გაცილებით სახელოვან “ლიონ-ვილერბანს” დაუხვდნენ და 65:99 განადგურდნენ. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 34:17 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 19 წუთში კი 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ცინცაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძლებს 17 ქულით ამერიკელმა რონ ლუისმა ულიდერა, “ვილერბანის” მხრიდან კი საფრანგეთის ნაკრების წევრმა შარლ კაჰუდიმ გაიბწრყინა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
“რუენი” მომდევნო მატჩს 5 მარტს, სტუმრად, “დიჟონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.