გუშინ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ჭიდაობის სამივე დისციპლინაში ახალგაზრდებს და 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. საქართველოს ნაკრებებმა ტურნირის პირველ დღეს 6 წონაში 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თავისუფალთა ნაკრებიდან ჩემპიონები ტარიელ გაფრინდაშვილი (74) და როლანდ ანდრიაძე (97) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნიკა კენჭაძემ (74) და გიორგი ღონიაშვილმა (50) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა გიგაშვილი (74) და გიორგი ხაჩიძე (50) დაეუფლნენ.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გელა ბოლქვაძე (80) და ბექა კანდელაკი (130), ბრინჯაოს მედალი ნიკა გავაშელმა (80) მოიპოვა.
დღეს, 27 თებერვალს თავისუფლების 57, 65 და 86, ხოლო ბერძენ-რომაელების 50, 59, 75 წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ. შეჯიბრი 28 თებერვალს დასრულდება.
www.wrestling.ge