ფეხბურთი

17:21 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაასმა კაშიას პოზიცია ვერ შეურჩია: ისევ ფლანგზე

არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი რობ მაასი გუნდის ქართველ კაპიტან გურამ კაშიას სათამაშო პოზიციას ისევ შეუცვლის. როგორც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მშობლიურ მედიას განუცხადა, მარჯვენა მცველი კევინ დიკსი ცუდ ფორმაშია და შაბათს, “ვილემ II”-თან გასამართ მატჩში თადარიგში დატოვებას უპირებს, ხოლო მის პოზიციაზე ქართველი მცველი გაირჯება.

აღსანიშნავია, რომ გურამმა მარჯვენა მცველად “ჰერენვეენთან” (3:0) ითამაშა და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა, მაგრამ შემდეგ აუტსაიდერ “გრააფსხაპთან” (2:2) ისევ ცენტრში დაიკავა ადგილი.

“ვიტესი” “ვილემ II”-ს “გელბედრომზე” 27 თებერვალს დაუხვდება.

0.113238