კალათბურთი

14:37 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 11 ქულა ლიდერ “გონზაგასთან”

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და ისევ წააგო, თუმცა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. სან დიეგოელები ვესთ ქოუსთის დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “გონზაგას” მასპინძლობდნენ და 60:82 დამარცხდნენ.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

გონზაგელთა რიგებში საუკეთესო ლიტვის ნაკრების წევრი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 17 მოხსნა.

“ტორეროსს” 3 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და ვესთ ქოუსთის დივიზიონში ბოლო მე-10 ადგილზე იმყოფება. სანაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს “პორტლენდის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.104583