იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი ხდება. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, კონტე ხვალ ლონდონში ჩაფრინდება და “არისტოკრატებთან” კონტრაქტის ბოლო დეტალებს გაარკვევს.
როგორც ცნობილი ხდება, “იუვენტუსის” ექსთავკაცი “სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს და ლონდონში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხსენებულ სამ წელიწადში კი ხელფასის სახით ანტონიო 18 მილიონ ევროს მიიღებს.
აქვე, “ტუტოსპორტი” გვამცნობს, რომ კონტე “ჩელსიში” ტრანსფერების განხორციელებას ამთავითვე ითხოვს. იტალიელი სპეციალისტის სიაში იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მისი ყოფილი შეგირდი “იუვენტუსიდან” პოლ პოგბა, “რომას” ბელგიელი ლეგიონერი რაჯა ნაინგოლანი და მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი იმყოფებიან.
რაც შეეხება კონტეს შემცვლელს იტალიის ნაკრებში, კულუარული ინფორმაციით, იგი “ინტერის” ამჟამინდელი დამრიგებელი რობერტო მანჩინი იქნება.