ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი კაფუ თავისი ყოფილი გუნდის, “რომას” შანსს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში “რეალის” წინააღმდეგ ოპტიმისტურად აფასებს. ბრაზილიელი განაპირა მცველის თქმით, ლუჩანო სპალეტის გუნდს სასწაულის მოხდენა შეუძლია.
“რომამ” სამი გოლი უნდა გაიტანოს და თავად არ უნდა გაუშვას. ძალიან დაძაბული თამაში იქნება, “ჯალორისიმ” კონცენტრირებულად უნდა ითამაშოს. მათ შეუძლიათ მადრიდში მოგება, ოღონდ ხშირად უნდა შეუტიონ და “რეალის” კონტრშეტევებისას ყურადღებით იყვნენ”, - უთხრა კაფუმ ესპანურ გამოცემა “მარკას”.
“რეალისა” და “რომას” საპასუხო შეხვედრა მადრიდში, 8 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, ესპანელებს პირველი მატჩი სტუმრად 2:0 აქვთ მოგებული.