ფეხბურთი

22:24 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" ემერის კანდიდატურას განიხილავენ

"მილანის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე "სევილიას" თავკაც უნაი ემერის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Fichajes.net-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი" სინიშა მიხაილოვიჩს იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ სერბი გუნდს იტალიის ჩემპიონატის ტოპ ხუთეულში ვერ გაიყვანს. ამ დროისთვის "მილანი" 44 ქულით მე-6 ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მყოფ "ინტერს" 4 ქულით ჩამორჩება.

ემერი ანდალუსიელებს 2013 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ ესპანელი სპეციალისტის გუნდმა 183 მატჩი ჩაატარა, მოიგო 100, 38 ფრედ დაასრულა, ხოლო 45 დაპირისპირებაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12699