“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ “მაიამისთან” მატჩში 6 სამქულიანი ჩააგდო. ESPN-ის ცნობით, კარიმ ზედიზედ 127 შეხვედრაში მინიმუმ ერთი სამქულიანი მაინც ჩააგდო, რითაც “ატლანტას” მსროლელის კაილ კორვერის რეკორდი გაიმეორა.
კარიმ ბოლოს სამქულიანი 2014 წლის 11 ნოემბერს ვერ ჩააგდო. წყაროს ცნობით, გამთამაშებელმა ბოლო 203 შეხვედრიდან 202 მატჩი მინიმუმ ერთი სამქულიანით დატოვა.