ფეხბურთი

23:06 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შმიდტი დასაჯეს

გერმანიის ფეხბურთის კავშირის სპორტულმა სასამართლომ “ლევერკუზენის” მთავარ მწვრთნელს როჯერ შმიდტს დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

48 წლის სპეციალისტი “დორტმუნდთან” წაგებულ (0:1) შეხვედრაში მთავარმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა გააძევა, მაგრამ შმიდტმა მოედანი არ დატოვა და ამის გამო დროებით მატჩი შეწყდა, რადგან მოედანი თავად არბიტრმა დატოვა.

შმიდტი საკუთარ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან სამი მატჩი ვერ უხელძღვანელებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უდისციპლინობით გამოირჩევა, კიდევ ორი მატჩით დაისჯება. გარდა ამისა, მას 20000 ევროს გადახდაც მოუწევს.

0.14286