ფეხბურთი

19:21 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრას კარიერის დასრულება “რეალში” უნდა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ლიდერ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელება მადრიდის “რეალში” სდომებია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი OKDdiario.com-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის შვედი გიგანტს სურს, დამდეგ ზაფხულს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდეს და კარიერაც იქვე დაასრულოს.

ამასთან, ისიც ცნობილი ხდება, რომ იბრა “სამეფო კლუბის” თავკაც ზინედინ ზიდანს უკვე ესაუბრა. დეტალები კი ამ დროისთვის არ ხმაურდება.

მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს პსჟ-სთან მიმდინარე ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114895