ფეხბურთი

16:17 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” მარცვალაძემ იხსნა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის ყველაზე საინტერესო მატჩში ბათუმის “დინამო” გორის “დილას” დაუზავდა. ქობულეთში, “ჩელე არენაზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოძებული უპირატესობა ერთხელაც ვერ შეინარჩუნეს. თამაშის გმირი უდავოდ სტუმართა გამოცდილი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე გახდა, რომელმაც ზღვისპირელებს დუბლი შეუსრულა. სხვათა შორის, 31 წლის შემტევს 14 მატჩში 13 გატანილი გოლი დაუგროვდა.

იმერული დერბი ადვილად მოიგო “სამტრედიამ”, რომელმაც “ეროსი მაჯგალაძეზე” თერჯოლის “საპოვნელა” 3:0 დაამარცხა. გია ცეცაძის გუნდი ამ მოგებით ევროზონას დაუახლოვდა, ხოლო “საპოვნელას” საქმე რთულადაა და გავარდნის რეალური კანდიდატია.

ივანწმინდაში, “ჩიხურამ” თბილისის “საბურთალო” გაანადგურა – 5:0. ასევე შინ მოიგეს ქუთაისის “ტორპედომ” და ბოლნისის “სიონმა”, რომლებმაც შესაბამისად, “ზუგდიდსა” და ფოთის “კოლხეთს” აჯობეს.

ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა; თუ “გურიამ” და “შუქურამ” ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს, “ცხინვალმა” და მარტვილის “მერანმა” ერთმანეთის კარის ბადე თითოჯერ შეარხიეს. აღსანიშნავია, რომ კახა კაჭარავას გუნდს “სიონი” კუდში მიჰყვება და მესამე ადგილისთვის “ცხინვალს” რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს.

XVII ტური დღესვე, თბილისური დერბით დასრულდება – 18:00 საათზე, “დინამო” “დინამო არენაზე” “ლოკომოიტივს” დაუხვდება და ლიდერობის განმტკიცებას კიდევ უფრო ეცდება.

XVII ტურის ტექნიკური შედეგები:

“ჩიხურა” – “საბურთალო” 5:0 (3:0)

ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”

გოლები: 1:0 ჭანკოთაძე (2), 2:0 კირკიტაძე (14), 3:0 სარდალიშვილი (41), 4:0 ჭანკოტაძე (65), 5:0 განუგრავა (90)

“დინამო” (ბათუმი) – “დილა” 2:2 (2:1)

ქობულეთი, “ჩელე არენა”

გოლები: 1:0 კომაზიჩი (8, პენ), 1:1 მარცვალაძე (18), 2:1 შონია (39), 2:2 მარცვალაძე (62)

“გურია” – “შუქურა” 0:0 (0:0)

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”

“ცხინვალი” – “მერანი” 1:1 (1:1)

თბილისი, “მიხეილ მესხის სათადარიგო”

გოლები: კოჩლაძე (17), 1:1 ხაბელაშვილი (19)

“სამტრედია” – “საპოვნელა” 3:0 (2:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

გოლები: 1:0 ზივზივაძე (9), 2:0 მარკოზაშვილი (28), 3:0 ჯიქია (83)

“სიონი” – “კოლხეთი” 3:1 (1:0)

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (27), 2:0 გოგინაშვილი (55), 2:1 ნიკაბაძე (73), 3:1 ტატანაშვილი (90, პენ)

“ტორპედო” – “ზუგდიდი” 2:0 (1:0)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

გოლები: 1:0 ქიმაძე (36), 2:0 კაპანაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116093