Yahoo Sport-ის ცნობით, “ოკლაჰომას” ლიდერი კევინ დურანტი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და “გოლდენ სტეიტს” შეუერთდება.
წყაროს ცნობით, კევინს ჩემპიონის ტიტული უნდა, რასაც თავის დღევანდელ გუნდში ძნელად სავარაუდოა რომ მიაღწიოს. მას “ვაშინგტონში” და “ლეიკერსში” ეპატიჟებიან, მაგრამ ჩემპიონობის შანსი არც ამ გუნდებთან ერთად ექნება.
დურანტი 2007 წლიდან “ოკლაჰომას” ღირსებას იცავს. ის 2014 წელს სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.