ფეხბურთი

21:45 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ანორთოსისის” ფანები ქეცბაიას მტრულად დახვდნენ

ბევრი არ ელოდა, რაც “ანორთოსისის” სტადიონზე მოხდა. აპოელ-ის მწვრთნელ თემურ ქეცბაიას “ანორთოსისის” ფანების უმეტესობა ძალიან მტრულად დახვდა - უსტვენდნენ და აგინებდნენ. ის მეტოქის რანგში პირველად დაბრუნდა სტადიონ “ანტონიო პაპადოპულოსზე”. როგორც კი სტადიონზე შევიდა, მინდორთან დაიხარა, შემდეგ ხელს აკოცა და ყალბი 500-ევროიანები დაათვალიერა, რომელზეც ქეცბაია იყო გამოსახული... ამ ქაღალდებს ესროდნენ და გამოხატავდნენ, შენ ფულის მეტი არაფერი გაინტერესებსო.

როგორც იცით, ქეცბაის აპოელ-მა ეს მატჩი 2:1 მოიგო და ლიდერობა გაიმყარა. თამაშის შემდეგ ქეცბაია ამ ინციდენტსაც შეეხო:

“ეს ის ადგილია, სადაც არაფერს არ აფასებენ. კარგა ხანია, კვიპროსზე ამ მენტალიტეტს ვამჩნევ და ეს ის ხალხია, რომლებიც ფეხბურთისგან შორს არიან. ბევრმა ისტორიის გადაწერა მოინდომა და დაავიწყდათ ძველი წარმატებები. ყველაზე არ ვამბობ, ვიცი, რომ კარგი საქმის დამფასებლებიც იყვნენ სტადიონზე და მათი მადლობელი ვარ. სხვა მწვრთნელებსაც მოუწევთ იგივეს გადატანა და ვისი გულისთვის? მათთვის, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ ფეხბურთზე”.

შეგახსენებთ, ქეცბაია “ანორთოსისის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და შემდეგ როგორც მწვრთნელმაც დიდ წარმატებას მიაღწია კლუბში: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს 8 წლის წინ.

საერთოდ, აპოელ-ს ძალიან ვერ იტანენ “ანორთოსისის” ფანები.

0.155135