ფეხბურთი

20:58 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ წარსულთან მოიგო

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, კერძოდ, “ანორთოსისს” გასვლაზე 2:1 სძლია და ლიდერობას აგრძელებს: 4-ქულიანი ჰანდიკაპით. ქეცბაია “ანორთოსისის” ლეგენდაა და სწორედ მისი თავკაცობით გავიდნენ ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც კვიპროსის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

“ანორთოსისში” ირაკლი მაისურაძემ ითამაშა: სასტარტოში გახლდათ და 58-ე წუთზე შეცვალეს. მაისურაძის გუნდი მეოთხე ადგილზეა. პირველად მოხდა, რომ ქეცბაია “ანორთოსისის” სტადიონს მეტოქის რანგში ეწვია. ისე, პირველ წრეში მისმა აპოელ-მა ფამაგუსტელებთან შინ 0:2 წააგო.

იტალიის სერია ა-ში “ემპოლი” “სასუოლოს” ესტუმრა და 2:3 წააგო. ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო და თამაშმა არ მოუწია. ემპოლელები მეათე ადგილზე არიან.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა: “ფრაიბურგმა” “ზანდჰაუზენს” სტუმრად 2:0 აჯობა და მეორე პოზიციაზეა. ლუკა ჰუფნაგელი განაცხადში არ ყოფილა – გრიპი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120944