ფეხბურთი

20:11 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს მოთხოვნა “ჩელსის”: როისი, რაკიტიჩი და კავანი

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ლონდონის “ჩელსისთან” მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორ Don Balon-ი იუწყება, არგენტინელმა სპეციალისტმა “არისტოკრატების” ხელმძღვანელობას მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში ედინსონ კავანის, მარკო როისის და ივან რაკიტიჩის ყიდვა მოსთხოვა.

ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელის მოვალების შემსრულებლად სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკია. ინგლისელები კი სხვადასხვა მწვრთნელთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, მათ შორის სამხრეთამერიკელიცაა.

ხორვატი ფეხბურთელის გადაბირება სიმეონეს 2014 წელსაც სურდა, თუმცა მაშინ “სევილიას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა “ბარსელონაში” თამაში არჩია. მიმდინარე სეზონში 27 წლის მოთამაშემ 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ედინსონ კავანის სატრანსფერო ფასი რაკიტიჩის მსგავსად 40 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პსჟ-ს მაისურით მოედანზე 35 შეხვედრაში გამოჩნდა და 15 გოლი გაიტანა, ორჯერ კი თანაგუნდელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

მარკო როისი წინა ორ ფეხბურთელზე 5 მილიონით ძვირი ღირს. ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა გერმანელი “დორტმუნდის” ერთგული რჩება. მიმდინარე სეზონში როისმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია დიეგო სიმეონე “ჩელსის” წინადადებას დასთანხმდება თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები არგენტინელის მოთხოვნას გაითვალისწინებენ, კლუბის მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის სოლიდური თანხის გაღება მოუწევს.

0.159848