“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას ფიქრობდა. საბოლოოდ, ფრანგი სპეცალისტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი გახდა, ხოლო “ლიონში” უბერ ფურნიეს ნაცვლად ბრუნო ჟენეზო მიიყვანეს.
“ვფიქრობდი ზიდანი მომეწვია, მაგრამ არ ვიცოდი პერესი თუ ზინედინის დანიშვნას აპირებდა. ჩვენ ვესაუბრეთ ზიდანთან დაახლოებულ პირებს, თუმცა მისი დანიშვნა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა. ეს ხდებოდა ზიდანის “რეალში”მიწვევამდე 15 დღით ადრე. დიახ, ეს იყო ოცნება, ჩვენ ოფიციალური წინადადებაც არ გაგვიკეთებია, თუმცა ზიდანის ვარიანტზე ვფიქრობდით.” – განუცხადა Le Figaro-ს “ლიონის” პრეზიდენტმა.