ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ასოციაციის თასის მერვედფინალურ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” თავკაცმა გუს ჰიდინკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ინგლისელმა მუხლქვედა მყესების დაზიანება “ნიუკასლთან” მოგებულ (5:1) პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში მიიღო. შემდეგ ტერიმ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა. მცველი ვარჯიშობს, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ასოციაციის თასი მერვედფინალური მატჩი “ჩელსისა” და “სიტის” შორის “სტემფორდ ბრიჯზე” 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამდენი თასი რა უბედურებაა?! რატო იკლავენ თავს ეს ჩემისები?!
ლიგაზე დაბრუნდება და გაუყრის როგორც ბრიჯის ცოლს გაუყარა ისე ბაყაყიჭამიებს
ტერიშე კაპიტანიშე გიჟიშეეეეე
მალე დაბრუნდი წიე
არაუშავს,იმედია მიაზგას დააყენებს მის მგივრად.