რაფალ ნადალმა ბრაზილიის ერთ-ერთ სატელევიზიო არხთან მომავალ “როლან გაროსზე” ისაუბრა.
“როლან გაროსის” მოგებით არ დავიღლები. ვფიქრობ ახლა ნოვაკის სახით ურთულესი მეტოქე მყავს და მისი დამარცხება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ თუ ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ შანსი მექნება.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს “როლან გაროსის” ტურნირი 9-ჯერ აქვს მოგებული (2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014)