მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელმა გარემარბმა დუგლას კოშტამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს თავისი მოსაზრებით საუკეთესო ხუთეული გაანდო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ე.წ. “დრიმ თიმი”, რომელსაც უეფას საიტთან ცნობილი ფეხბურთელები უკვე კარგა ხანია ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. სამაგიეროდ, კოშტამ “დრიმ თიმში” თავისი თავი და თანამემამულე ნეიმარი შეიყვანა.
მთლიანად გუნდი კი ასეთია:
მანუელ ნოიერი, ჩავი ერნანდესი, ნეიმარი, დუგლას კოშტა, რობერტ ლევანდოვსკი.