ფეხბურთი

16:26 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამომ” ზღაპარში მოიგო (+VIDEO)

დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის 7 მატჩი. დაძაბული თამაშები რომ იყო, ანგარიშებიდანაც ჩანს: არცერთ შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობა არ დაფიქსირებულა. ლიდერმა თბილისის “დინამომ”, შეიძლება ითქვას, ზღაპარში მოიგო. ზესტაფონში, თერჯოლის “საპოვნელასთან” 72-ე წუთზე გაუშვა გოლი, მაგრამ მალევე გაათანაბრა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოიპოვა გამარჯვება.

ბოლოს პენალტი დაინიშნა, ალექსანდრე იაშვილის დარტყმული გიორგი სომხიშვილმა მოიგერია და დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა შეაგდო, თუმცა მსაჯმა პენალტის განმეორებითი დარტყმა ბრძანა. ფეხბურთელები იაშვილის დარტყმამდე შევარდნენ მეკარის ბაქანთანო... განმეორებით ისევ იაშვილმა ითავა შესრულება და ამჯერად, საპირისპირო კუთხეში დაბალი დარტყმით გაიტანა – 1:2.

ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის ისევ 5 ქულა დარჩა სხვაობა, რადგან გორის “დილამაც” მოიგო. ფოთის “კოლხეთს” სტუმრად 1:0 სძლია.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია მარტვილის “მერანის” გამარჯვება. აუტსაიდერმა ქუთაისის “ტორპედოს” ვანო ხაბელაშვილის დუბლით სძლია – 2:1. ქუთათურთაგან გოლი ოლეგ მამასახლისმა გაიტანა.

საპოვნელა (თერჯოლა) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:0) მატჩის ვიდეო მიმოხილვა

გოლი: 1:0 ჩიკვილაძე (72), 1:1 ქვილითაია (75), 1:2 იაშვილი (90+6)

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (33 პენ), 1:1 მოროზენკო (37)

კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი) 0:1

გოლი: 0:1 ძარია (62)

ზუგდიდი – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მიხაილოვიჩი (43)

შუქურა (ქობულეთი) – სამტრედია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დოლიძე (22), 1:1 ზივზივაძე (50)

მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (1:0)

გოლები: ხაბელაშვილი (6), 1:1 მამასახლისი (59), 2:1 ხაბელაშვილი (77)

საბურთალო (თბილისი) – ცხინვალი 2:2 (2:0)

გოლბი: 1:0 ხარაიშვილი (3), 2:0 ფანცულაია (34), 2:1 ივანიშვილი (49), 2:2 გორგიაშვილი (64 პენ)

გაძევება: გოშაძე (63, საბურთალო), ბურძენაძე (71, ცხინვალი)

ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება: თბილისის “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხზე” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლებს. ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს “სილკ უნივერსალი” გადასცემს.

დინამო თბ 16 14 1 1 45 14 31 43
დილა 16 12 2 2 31 12 19 38
ცხინვალი 16 10 3 3 35 20 15 33
სიონი 16 9 3 4 32 20 12 30
სამტრედია 16 9 2 5 33 20 13 29
დინამო ბთ 16 8 5 3 28 15 13 29
ჩიხურა 15 8 2 5 22 12 10 26
შუქურა 16 6 4 6 18 17 1 22
საბურთალო 16 6 3 7 25 29 -4 21
ტორპედო 16 5 5 6 26 28 -2 20
კოლხეთი ფ 16 5 3 8 13 20 -7 18
ლოკომოტივი 15 4 2 9 17 22 -5 14
გურია 16 2 5 9 13 30 -17 11
საპოვნელა 16 2 2 12 11 38 -27 8
ზუგდიდი 16 1 5 10 12 35 -23 8
მერანი 16 2 1 13 12 41 -29 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414