ინგლისური “მანჩესტერ სიტი” “რეალის” ნახევარმცველით 26 წლის ტონი კროოსით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაცია As.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სიტის” მომავალმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა ტონი კროოსის აგენტთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკება.
მანჩესტერული კლუბი გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებას სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდება. “სიტი” კროოს იაია ტურეს შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც კლუბს სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს.
კროოსი “სამეფო კლუბში” წელიწადში 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.