ფეხბურთი

12:43 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” რეკორდი გაიმეორა

“ვალენსიამ” გუშინ ევროპის ლიგის 1/16-ფინალში “რაპიდი” 6:0 გაანადგურა, რითაც ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გაიმეორა.

თავდაპირველი რეკორდი “სტიაუას” ეკუთვნის, რომელმაც 2014 წელს დანიური “ოლბორგი” 6:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ “ვალენსიამ” “რაპიდს” პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა, რაც ევროპის ლიგის რეკორდია.

0.135404