"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ შესაძლოა ტრავმის გამო სამი კვირა გამოტოვოს. ინფორმაციას Sky Sports Italia ავრცელებს.
იტალიელმა ფეხბურთელმა ფეხის დაზიანება "რეალთან" გამართულ (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩში მიიღო. დე როსი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ რეაბილიტაციის ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება.
მიმდინარე სეზონში დანიელემ 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.