როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, "ბეტისის" მეკარით ანტონიო ადანით პრემიერლიგის კლუბები "სანდერლენდი", "ლივერპული" და "საუთჰემპტონი" დაინტერესდნენ.
AS-ის ინფორმაციით, ესპანელი გოლკიპერის გამოსასყიდი თანხა 6.2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ადანმა 24 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაუშვა და 8 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.