ფეხბურთი

17:31 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სარაბიამ “ხეტაფესთან” გაახანგრძლივა

ნიჭიერმა ნახევარმცველმა პაბლო სარაბიამ “ხეტაფესთან”ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კასტილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, პაბლო “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისით “ვალენსია” ინტერესდებოდა, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სარაბიამ მიმდინარე სეზონში “ხეტაფეს” მაისური 19-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112157