საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შესაძლოა, ბერლინის “ჰერტაში” გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გერმანული გუნდის რუსულ გვერდზე გამოჩნდა.
ამ დროისთვის ტრანსფერის რეალურობაზე საუბარი ძნელია, თუმცა ივარაუდება, რომ ბერილური გუნდი ჯანოს დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას შეეცდება და შესაძლოა, ამაში სფფ-ის დღევანდელი პრეზიდენტი, “ჰერტაში” ერთობ დაფასებული ლევან კობიაშვილიც დაიხმაროს.
რაც შეეხება ანანიძეს, მას “სპარტაკთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 23 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მხოლოდ 3 თამაშის ჩატარება მოახერხა. ჯანომ ტრავმა ახლახან მოირჩინა და ახლა მოსამზადებელ პერიოდს გუნდთან ერთად გადის.
ისე კი, შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ისიც დაიწერა, თითქოს ანანიძის შეძენით ესპანური პრიმერას ბინადრები, “ლევანტე” და “რეალ სოსიედადი” იყვნენ დაინტერესებულნი...