კალათბურთი

21:33 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი საუკეთესოა, “ჩემპვილი” ისევ აგებს

ლიბანური “ჩემპვილის” ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა, მისი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან სუსტად გამოიყურება და 9 მატჩში ერთადერთი გამარჯვების ამარა რჩება.

ჩემპვილელები ამჯერად სტუმრად “ჰომენეტმენთან” 81:89 დამარცხდნენ, ცქიტიშვილს კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (31) ჰქონდა.

ნიკოლოზი სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

გასაკვირი არაა, რომ “ჩემპვილი” ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, ისევ სტუმრად, მე-7 პოზიციაზე მყოფ “საგესესთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11397