ფეხბურთი

16:18 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხამესმა “რეალის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა

მადრიდის “რეალს” კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაუშავდა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკას” ცნობით, ხამესმა ტრავმა “სამეფო კლუბის” ბოლო ვარჯიშზე მიიღო და იგი ნაადრევად დატოვა. სამხრეთამერიკელს ზურგი აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია გავა თუ არა დღეს მოედანზე.

წყაროს ინფორმაციით, როდრიგესს ძირითად შემადგენლობაში ხესე როდრიგესი ან მატეო კოვაჩიჩი ჩაანაცვლებს. “რეალი” დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე “რომას” ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო ესპანურ გრანდს რომში საერთოდ არ გაჰყოლიან პეპე და გარეტ ბეილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114531