ფეხბურთი

16:01 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

არნემის “ვიტესის” ქართველი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი შემტევის თამაში გასულ ტურში გამოცემა Foxsports.nl-მა გამოარჩია.

ვაკომ “ჰერენვეენთან” (3:0) მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა – ჯერ ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გაიტანა, მერე კი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად (VIDEO).

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს “ვიტესის” ღირსება ჰოლანდიის ჩემპიონატის ეგიდით 22 მატჩში დაუცავს და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128604