“მილანის” ნახევარმცველმა ჯერემი მენეზმა შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით “შანხაი შინხუა” დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, აზიური კლუბი “მილანს” მენეზის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელს კი წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობს. თავად ჯერემი ანაზღაურების სახით 12 თვეში 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მენეზი ტრავმის გამო გასული წლის აპრილიდან არ თამაშობდა და მოედანს მიმდინარე სეზონში მხოლოდ თებერვალში დაუბრუნდა. ჯერემის “მილანთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.