მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “რომასთან” გასამართი მატჩის წინ, კლუბში თავის პერსპექტივასა და მორალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“რეალში” ბედნიერი ვარ, სხვანაირად როგორ უნდა იყოს? მხარს შესანიშნავი გულშემატკივრები მიჭერენ, მოედანზე ყოველთვის გავდივარ, გოლს ვიტან და ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბისთვის. “რეალი” ყველა ტურნირზე გამარჯებისთვის იბრძვის. ჩემპიონთა ლიგა “სამეფო კლუბს” ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. ამ სათამაშო წელს “რეალი” ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.” – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი პორტუგალიელის სიტყვებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე რონალდუმ 6 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ ტურნირის ბომბარდირია და მეორე ადგილზე მყოფ რობერტ ლევანდოვსკის 4 გოლით უსწრებს.