ფეხბურთი

10:32 | 17.02.2016 | ნანახია 1276 - ჯერ

სპალეტი: “წყვილში გუნდების შანსები თანაბარია”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მადრიდის “რეალთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წყვილში ფავორიტი არ არსებობს და შანსები თანაბრადაა განაწილებული.

“არ ვფიქრობ, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდი ფავორიტია. შანსები 50-50-ზეა. ჩვენ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი წინსვლა და ეს მატჩი, ერთგვარი აღმნიშვნელი იქნება იმისა, თუ რას ვაკეთებთ სწორად და რას – არა.

ამ შეხვედრაში ერთი ადამიანის შესახებ მიდის საუბარი, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებისთვის არ მითქვამს, რომ სამ მათგანს კრიშტიანუ რონალდუს მივუჩენ. არასდროს ვაპირებ ვუთხრა ჩემ მოთამაშეებს, რომ სამი მათგანი ერთი პორტუგალიელის ფასია. ასე რომ მოვიქცეთ 33 ფეხბურთელი დამჭირდება მომავალი შეხვედრისთვის.

სადაც რონალდუ თამაშობს იმ პოზიციაზე მყოფ მოთამაშეს ნებას მივცემ თავი გამოიჩინოს. ალესანდრო ფლორენცის შეუძლია კრიშტიანუს გაჩერება, მაგრამ მხოლოდ იგი არ გვყავს ამ პოზიციაზე. ფლორენცის აქვს სისწრაფე და უნარები, რათა გაანეიტრალოს პორტუგალიელის მსგავსი მოთამაშეები.” – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტალიელის სიტყვებს.

“რომამ” ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში განიცადა მარცხი. მომავალ მატჩში დანიელ დე როსის და ფრანჩესკო ტოტის თამაში საეჭვოა. “რომას” და “რეალის” დაპირისპირება “სტადიო ოლიმპიკოზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:51 | 17.02.2016
NGoLo KaNte (36472)

14:51 | 17.02.2016
NGoLo KaNte (36472)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

11:58 | 17.02.2016
burusa (2031)

ბურთს თავზე გადაგახევენ სპალეტი დარწმუნებული იყავი ზიზუ გენიაა

11:20 | 17.02.2016
დურანტულა35 (6807)

რონალდო დღეს გაიტანს.თან არაერთს.ისკომაც უნა გაიტანოს,მოვიდა უკვე დრო.

11:19 | 17.02.2016
დურანტულა35 (6807)

20 წუთში საქმე მომთავრებული ექნება რეალს.რომა დღეს ძაან შერცხვება.
რომას დაცვა ნოლი.მეკარე "ალვეში". ამოტენიან ბიჭები ოლიმპიკოზე.

11:08 | 17.02.2016
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა ქნას ცალკარა არ გამოდგეს და ბრძოლა ვიხილოთ

10:45 | 17.02.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მარა დღეს მეც 1X მგონია

10:44 | 17.02.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ეს ტაკარაფუჯი ნახე რა დღეშია!

0.117693