ფეხბურთი

17:26 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ არაბიძეს საყვედურობს

დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ქართველ გიორგი არაბიძეს საყვედურობს. როგორც დონბასური გუნდის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში რუმინელმა სპეციალისტმა თქვა, არაბიძე რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად შეკრებაზე მოუმზადებელი გამოცხადდა და სწორედ ამიტომაც მიიღო ტრავმა.

“ახალგაზრდებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, მომავალში ისინი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრები გახდებიან და დაეხმარებიან “შახტარს” წარმატებაში მიღწევაში.

სამწუხაროდ, ჩვენ გუნდში ბევრი ტრავმებია. თუმცა ეს მათი ბრალია, რადგან შვებულებიდან შეკრებაზე მოუმზადებელნი დაბრუნდნენ. საუბარი მაქვს, ბერნარდიზე, აზევედოზე, დენტინიოზე და არაბიძეზე – შედეგად გუნდი რთულ სიტუაციაშია”, - თქვა ლუჩესკუმ.

მოგეხსენებათ, “შახტარი” ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც უკრაინული გუნდი გელზენკირხენის “შალკეს” 18 თებერვალს შეხვდება. ხსენებლ მატჩში არაბიძის თამაში ბოლომდე გამორიცხული ჯერ კიდევ არაა.

0.112737