ფეხბურთი

19:10 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი: “აზარის სანაცვლოდ 15-20 მილიონიც არ უნდა გადაიხადონ”

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი რედნაპმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელის ედენ აზარის სატრანსფერო ფასი გაზვიადებულია.

“ბევრი აზარის “რეალში” გადასვლას წინასწარმეტყველებს, მაგრამ მან ეს უნდა დაიმსახუროს. ხალხმა მალევე უნდა დაივიწყოს გასული სეზონი და ის დრო, როდესაც ბელგიელს ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ადარებდნენ. მიმდინარე სეზონში აზარში 15-20 მილიონ გირვანქა სტერლინგსაც არ გადაიხდიან.” – განუცხადა Sky Sports-ს ინგლისელმა.

მიმდინარე სეზონში ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სათამაშო წელს კი ფეხბურთელმა 52 შეხვედრაში თავი 19 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.122295